მიკ შუმახერი ფორმულა 3-ის ჩემპიონი გახდა
მიკ შუმახერი ფორმულა 3-ის ჩემპიონი გახდა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის ვაჟმა მიკ შუმახერმა ევროპული ფორმულა 3-ის ჩემპიონატში გაიმარჯვა.

19 წლის გერმანელმა პილოტმა ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე, გერმანიის გრანპრიზე, მეორე რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა და ეს საკმარისი აღმოჩნდა ჩემპიონობის ვადაზე ადრე გასაფორმებლად.

უმცროსი შუმახერისთვის ეს ტიტული პირველია კარიერაში. ფორმულა 3-ში ის მეორე წელია გამოდის.

მიხაელ შუმახერი ფორმულა 1-ში 22 წლის ასაკში მივიდა და 25 წლისა პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.