მიკ შუმახერი „ფორმულა 1“-ში - გერმანელი შესაძლოა „ტორო როსოს“ პილოტი გახდეს
ლეგენდარული პილოტის მიხაელ შუმახერის შვილი მიკ შუმახერი მომავალი სეზონიდან შესაძლოა „ფორმულა 1“-ში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დებიუტი „ტორო როსოს“ შემადგენლობაში შედგება. 19 წლის გერმანელი გუნდში პიერ გასლის შეცვლის.
„რედ ბული“ ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს. საჯინიბოს სპორტული კონსულტანტის, ჰელმუტ მარკოს განცხადებით, უმცროს შუმახერთან მოლაპარაკებები ჯერ არც დაწყებულა.
მიკ შუმახერი ამ ეტაპზე „ფორმულა 3“-ის პილოტია და იტალიური „Prema Powerteam“-ის ღირსებას იცავს. ბოლო 10 რბოლიდან მან ექვსის მოგება შეძლო.