მიკ შუმახერი რასიზმში დაადანაშაულეს - პილოტმა თავი იმართლა
მიკ შუმახერი რასიზმში დაადანაშაულეს - პილოტმა თავი იმართლა

ფორმულა 1-ის დებიუტანტი მიკ შუმახერი გამოეხმაურა რეზონანსს, რომელიც გამოიწვია მისმა პასუხმა ლუის ჰემილტონის ანტირასისტული მოღვაწეობის შესახებ შეკითხვაზე.

კერძოდ, ახალგაზრდა გერმანელმა უარი თქვა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის პოლიტიკური აქტიურობის შეფასებასა და კომენტარზე, რის გამოც დიდი კრიტიკა დაატყდა თავს სოციალურ ქსელებში – მიკი რასიზმში დაადანაშაულეს და ზოგიერთმა უმცროსი შუმახერის ამერიკული საჯინიბო „ჰაასიდან” გაძევებაც კი მოითხოვა.

„ჟურნალისტებმა რაღაც ვერ გაიგეს, ამიტომაც განვმარტავ: მე ვეწინააღმდეგები უსამართლობასა და უთანასწორობას ნებისმიერი ფორმით და მხარს ვუჭერ რასიზმთან ბრძოლას”, – უპასუხა შუმახერმა „ტვიტერში“.

მიკ შუმახერი ფორმულა 3-ისა (2018 წელი) და ფორმულა 2-ის (2020) ჩემპიონია. ის ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟი გახლავთ.