მიკ შუმახერი - მამაჩემში ვერასდროს ვხედავდი უდიადეს პილოტს
მიკ შუმახერი - მამაჩემში ვერასდროს ვხედავდი უდიადეს პილოტს

„ფერარის“ აკადემიის პილოტმა მიკ შუმახერმა აღიარა, რომ იშვიათად სარგებლობს თავისი ლეგენდარული მამის, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის რჩევებით.

„რა თქმა უნდა, მე ვიყენებ მამის ერთ-ორ რჩევას – ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა კარტინგში გამოვდიოდი. ამავდროულად, ცხადია, რომ განსხვავებული ადამიანები ვართ და მცირე სარბოლო კლასებში სხვადასხვაგვარი გამოცდილება გაგვაჩნია. დღეს სულ სხვანაირი პილოტირებაა საჭირო. ფორმულა 2-ის ბოლიდი დღეს 780 კილოგრამს იწონის, მამაჩემის დროს კი მისი წონა 500 კილოგრამი იყო. თუმცა, ერთი ან ორი მსგავსება მაინც არსებობს.

მამის მიღწევები ფორმულა 1-ში ექსტრაორდინალურია. მე ამას ყოველდღიურად სულ უფრო მეტად ვაცნობიერებ. ჩემი დაბადებიდან ერთი წლის თავზე, მან მოიგო პირველი ტიტული „ფერარიში”, რის შემდეგაც კიდევ ოთხჯერ გახდა ჩემპიონი.

მაგრამ, სიმართლე ითქვას, მე მასში ვერასოდეს ვხედავდი მსოფლიოში უდიადეს მრბოლელს – ის, პირველ რიგში, უბრალოდ მამაჩემია“, – განაცხადა უმცროსმა შუმახერმა.