მიკ შუმახერს, მამის პატივსაცემად, რეპორტაჟებზე განთავსებული აბრევიატურის შეცვლა სურს #1TVSPORT
მიკ შუმახერს, მამის პატივსაცემად, რეპორტაჟებზე განთავსებული აბრევიატურის შეცვლა სურს #1TVSPORT

„ფორმულა 1“-ის ახალი სეზონის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ყველა მოუთმენლად ელის ასპარეზზე ლეგენდარული მიხაელ შუმახერის შვილის – მიკ შუმახერის გამოჩენას, რომელიც ჰაასის პილოტია.

ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც სეზონის წინ ჩაწერა, მიკ შუმახერმა განაცხადა, რომ მან „ფორმულა 1“-ის დირექციას თხოვნით მიმართა, შეეცვალათ აბრევიატურა, რომელიც აღნიშნავს მის გვარს და რეპორტაჟების დროს ეკრანზეა განთავსებული. აქამდე მიკის გვარი შემოკლებით ეწერა SCH, ანუ მისი გვარის პირველი სამი ასო, ახალგაზრდა პილოტმა კი მოითხოვა, ამიერიდან დაიწეროს MSC, ანუ მისი სახელის პირველი ასო და გვარის ორი ასო – ზუსტად ისევე, როგორც ეს მიხაელ შუმახერს ეწერა.

„ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტია, ეს არის კავშირი მამასთან. ამასთან, ვფიქრობ, ბევრ ადამიანს გაუხარდება, ეკრანზე ისევ ამ აბრევიატურის დანახვა“, – განაცხადა მიკმა.