მიკ შუმახერი დიდ ავარიაში მოხვდა და საუდის არაბეთის გრანპრის გამოტოვებს [ვიდეო] #1TVSPORT

11:19, 27.03.2022

„ჰაასის“ გერმანელი პილოტი მიკ შუმახერი ვერ მიიღებს მონაწილეობას საუდის არაბეთის გრანპრიში, რომელიც 27 მარტს გაიმართება.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის ვაჟი სავკალიფიკაციო რბოლისას სერიოზულ ავარიაში მოხვდა – დიდი სიჩქარით ჯერ ერთ კედელს შეეჯახა, შემდეგ ინერციით – მეორეს.

საკალიფიკაციო რბოლა ნახევარი საათით შეწყდა, თავად შუმახერს დაზიანებები არ მიუღია, მაგრამ გამოტოვებს კვირის რბოლას, რადგან მისი ბოლიდის აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება.

მსგავსი