ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟი – მიკ შუმახერი მონაწილეობას მიიღებს ფორმულა 1-ის ტესტებში, რომელსაც ბაჰრეინის გრანპრის შემდეგ მოაწყობენ ახალბედა პილოტებისთვის. ამის შესახებ იტყობინება სოი მოტორი (SoyMotor).
ახალგაზრდა გერმანელი ტესტებს აპრილში გაივლის ფორმულა 1-ის გუნდის ალფა რომეოს ახალი ბოლიდის – C38-ის საჭესთან. თუ უმცროსი შუმახერი კარგ შედეგს აჩვენებს, მიიღებს შესაძლებლობას – ესპანეთის გრანპრის შემდეგ ჩაერთოს ახალ ტესტებში, ოღონდ უკვე ფერარის ბოლიდით.
2018 წელს, მიკ შუმახერი ევროპული ფორმულა 3-ის ჩემპიონი გახდა. წელს ის ფორმულა 2-ში გამოვა. პარალელურად, გერმანელი ფერარის ახალგაზრდული პროგრამის წევრიცაა.