მიკ ჯაგერის ავადმყოფობის გამო „როლინგ სთოუნის“ საკონცერტო ტურნე აშშ-სა და კანადაში გადაიდო
მიკ ჯაგერის ავადმყოფობის გამო „როლინგ სთოუნის“ საკონცერტო ტურნე აშშ-სა და კანადაში გადაიდო. ამის შესახებ განცხადება მიკრობლოგ „ტვიტერში“ ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„მართლაც მეზიზღება, როდესაც ასე გღალატობთ, ძალიან მწყინს, რომ ტურნეს გადადებაა საჭირო, მაგრამ შევეცდები, სცენაზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე,“ – წერს 75 წლის მიკ ჯაგერი.
„როლინგ სთოუნის“ ტურნე 17 კონცერტისგან შედგება. პირველი 20 მაისს მაიამიში უნდა გამართულიყო. ჯგუფის მენეჯერებმა განაცხადეს, რომ მსმენელები ნაყიდი ბილეთების გადაცვლას შეძლებენ.