მიიღება განაცხადები კონკურსზე „ADAMI Media Prize - პროექტის ხელშეწყობა“
ADAMI Media Prize კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში აცხადებს აპლიკაციის მიღებას წარმოების პროცესში მყოფი ვიზუალური პროექტებისთვის, რომლებიც ასახავენ კულტურული, რელიგიური, ეთნიკური მრავალფეროვნების თემებს. ინფორმაციას ADAMI Media Prize-ის ორგანიზატორები ავრცელებენ.
მათი ცნობით, განაცხადები მიიღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან.
„თუ თქვენ ხართ ნებისმიერი სატელევიზიო ფორმატზე მუშაობის პროცესში – დოკუმენტური ან მხატვრული ფილმები, ახალი ამბები, ვებვიდეოები ან სატელევიზიო პროგრამები და შოუები, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი იდეების პოპულარიზაცია, თუ გსურთ ფულადი პრიზის მოგება ან პოტენციური თანაპროდიუსერის ან თანადამფინანსებლის მოძიება – წარადგინეთ თქვენი პროექტი კონკურსზე „ADAMI Media Prize- პროექტის ხელშეწყობა“. თქვენ გაქვთ შანსი, აღმოჩნდეთ იმ რვა ნომინანტს შორის, ვინც წარადგენს თავიანთ პროექტს სატელევიზიო შოუში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებრივ ტელეარხებზე გადაიცემა.
განაცხადების მიღება იწყება 6 სექტემბერს, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 სექტემბერი. ნომინანტ პროექტებს აირჩევს საერთაშორისო ჟიური. ნომინანტების გამოცხადდება შედგება 2021 წლის 25 ოქტომბერს. სატელევიზიო შოუ ეთერში გავა 10 დეკემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. შოუს ბოლოს გამოცხადდება ორი გამარჯვებული პროექტი. ერთ მათგანს აირჩევენ სტუდიაში მყოფი ჟიურის წევრები, მეორე გამარჯვებული გამოვლინდება ADAMI Media Prize ვებგვერდზე მიმდინარე ონლაინ კენჭისყრის ხმების დათვლის საფუძველზე. ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება პირველი ნოემბრიდან“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის და აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.