მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად აშშ-ის ხელისუფლება მექსიკის საზღვარზე სამხედროების გაგზავნას გეგმავს
ცენტრალური ამერიკიდან მიმავალი მიგრანტების ნაკადთან გასამკლავებლად, აშშ-ის ხელისუფლება მექსიკის საზღვარზე ასობით სამხედროს გაგზავნას გეგმავს.
ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო Associated Press-ი წერს, თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი აპირებს გასცეს განკარგულება სამხრეთ საზღვართან 800-ზე მეტი ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ.
ათასობით მიგრანტი ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან მექსიკის გავლით აშშ-ში აპირებს გადასვლას. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც მიგრანტების ქარავანს გაატარებენ, აშშ ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს.
ამასთან ერთად, ქვეყნებისთვის, რომლებიც მიგრანტებს გაატარებენ, აშშ-ის ლიდერი ფინანსური დახმარების შეწყვეტით იმუქრება.