აშშ-ის სასაზღვრო სამსახურმა თებერვალში მექსიკის საზღვარზე 100 000-მდე მიგრანტი დააკავა
აშშ-ის სასაზღვრო სამსახურმა თებერვალში მექსიკის საზღვარზე 100 000-მდე მიგრანტი დააკავა

აშშ-ის სასაზღვრო სამსახურმა თებერვალში მექსიკის საზღვარზე თითქმის 100 000 მიგრანტი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, ეს ბოლო 15 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ბოლო თვეებში აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე მიგრანტების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა ინაუგურაციის შემდეგ განაცხადა, რომ მიგრანტების მიღების მიმართ, ტრამპის ადმინისტრაციასთან შედარებით, ლმობიერ პოლიტიკას გაატარებს.

ბაიდენმა კონგრესს უკვე გადაუგზავნა საიმიგრაციო კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, 11 მილიონ არალეგალ მიგრანტს აშშ-ის მოქალაქეობის მიღების საშუალება მიეცემა.