აშშ-ის პრეზიდენტი მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ბიუჯეტის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც რამდენიმე სახელმწიფო უწყებას წლის ბოლომდე დაფინანსებით უზრუნველყოფს. აღნიშნულ დოკუმენტს მანამდე მხარი სენატმაც დაუჭირა.

კანონპროექტში გაწერილი თანხები 300 მილიარდ დოლარს აღემატება, თუმცა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის მხოლოდ 1.4 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული, ნაცვლად პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი 5.7 მილიარდისა.

თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი, მორიგი „შათდაუნის“ თავიდან არიდების მიზნით,  დოკუმენტზე ხელის მოწერას გეგმავს, თუმცა პარალელურად, სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის შემოღებასაც აპირებს. ამ შემთხვევაში, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.