მომდევნო სამ თვეში პენტაგონი მექსიკის საზღვართან დამატებით 3 750 ჯარისკაცს გაგზავნის
მომდევნო სამ თვეში პენტაგონი მექსიკის საზღვართან დამატებით 3 750 ჯარისკაცს გაგზავნის

მომდევნო სამი თვის განმავლობაში პენტაგონი მექსიკის საზღვართან დამატებით 3 750 ჯარისკაცს გაგზავნის.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, მექსიკის საზღვართან ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 4 350-მდე გაიზრდება. სამხედრო მოსამსახურეები საბაჟო და სასაზღვრო დაცვის აგენტებს გაუწევენ დახმარებას.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ სასაზღვრო ზონაში ჯარისკაცების გაგზავნის გადაწყვეტილება გასული წლის ოქტომბერში, შუალედურ არჩევნებამდე მიიღო.

მექსიკის საზღვარზე ჯარის გაგზავნას მხარი დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა, მათ შორის თანაპარტიელმა რესპუბლიკელებმა დაუჭირეს. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამხედრო მოსამსახურეები არალეგალი მიგრანტების შეჭრას აღკვეთენ.