მიგრანტთა რიცხვის ზრდის გამო, ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო
მიგრანტთა რიცხვის ზრდის გამო, ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო.
„სრულად გაუვალი ბარიერის აშენება ალბათ შეუძლებელი იქნება. შესაძლოა, ეს ბარიერიც გადალახონ, მაგრამ ამას დიდი დრო დასჭირდება და ჩვენ რეაგირების დრო გვექნება“, – განაცხადა სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვირგილიუს რაუგალემ.
500-კილომეტრიანი კედლის მშენებლობაზე, რომელიც 2022 წელს უნდა დასრულდეს, ლიეტუვა 152 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს.
წელს ბელარუსიდან ლიეტუვაში ოთხი ათასზე მეტი მიგრანტი გადავიდა.