მიგრანტების რეკორდული ნაკადის გამო, ლიეტუვა ლატვიის დასახმარებლად 20 მესაზღვრეს გაგზავნის
მიგრანტების რეკორდული ნაკადის გამო, ლიეტუვა ლატვიის დასახმარებლად 20 მესაზღვრეს გაგზავნის.
ამის შესახებ მედიასთან ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
მანამდე, ლატვიამ გაავრცელა ინფორმაცია არალეგალი მიგრანტების მიერ საზღვრის კვეთის 256 მცდელობის შესახებ.
როგორც მედია წერს, ამავდროულად, ლიეტუვისა და ბელარუსის საზღვარზე უკანონო გადაკვეთის მცდელობები მცირდება.
მედიის ცნობით, წელს ლიეტუვაში საზღვრის უკანონო გადაკვეთის 1 600 მცდელობა დაფიქსირდა. 2022 წელს ქვეყანამ გააჩერა დაახლოებით 11 200 მიგრანტი, ხოლო 2021 წლის 3 აგვისტოდან, როდესაც ლიეტუვამ უფრო მკაცრი მიგრაციის პოლიტიკა დაამტკიცა, 20 900 ადამიანი.