მიგრანტების მასობრივ მკვლელობაში ბრალდებულებს 25-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
უნგრეთის სასამართლომ 71 მიგრანტის მკვლელობაში ბრალდებულ ოთხ პირს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდებულებმა 2015 წელს 70-ზე მეტი მიგრანტის ევროპის ტერიტორიაზე არალეგალურად შეყვანა გადაწყვიტეს. მათ ავღანელი, სირიელი და ერაყელი მიგრანტები თანხის სანაცვლოდ სატვირთო მანქანით გადაჰყავდათ. ამავე წლის 26 აგვისტოს ავსტრია-უნგრეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე პოლიციამ მიტოვებული სატვირთო მანქანა იპოვა, სადაც 71 ცხედარი იყო. მათგან რვა ქალი და ოთხი ბავშვი.
დამნაშავეები უნგრეთის ტერიტორიაზე დააკავეს. მათგან სამი ბულგარეთის მოქალაქეა, ერთი კი ავღანეთის.