მიჩიგანში 70-იან წლებში აშენებული სტადიონის დემონტაჟის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა
აშშ-ში, მიჩიგანის შტატში 70-იან წლებში აშენებული საფეხბურთო სტადიონი სპეციალური მოწყობილობით აფეთქების შემდეგაც არ დაინგრა.
სტადიონის დანგრევის პროცესს ადგილობრივი მოსახლეობა ადევნებდა თვალს, თუმცა ის რამდენიმე აფეთქების შემდეგაც არ ჩამოიშალა.
Pontiac Silverdome-ი 1975 წელს გაიხსნა და მას შემდეგ არაერთ მნიშვნელოვან მატჩს უმასპინძლა. სტადიონზე ერთხელ Super Bowl-იც გაიმართა. რამდენიმე წლის წინ კი გადაწყდა, რომ სტადიონს დაანგრევდნენ.