ცენტრალური მიჩიგანის უნივერსიტეტში სროლას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას Fox News ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაჭრილების შესახებ ცნობა ამ დროისთვის არ ვრცელდება.
უნივერსიტეტის კაპმუსში მყოფი შეიარაღებული მამაკაცი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.
გარდაცვლილები სტუდენტები არ არიან.
სამართალდამცველები 19 წლის აფროამერიკელ მამაკაცს ეძებენ, რომელსაც ყვითელი ჯინსი ეცვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ჯეიმ ერიკ დეივისია.
უნივერსიტეტის Twitter-ის გვერდზე წერია, რომ პოლიციამ სტუდენტებს და უნივერსიტეტის თანამშრომლებს თავშესაფრის მოძებნისკენ მოუწოდა. უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი 09:00 საათისთვის გახსნა. ცენტრალური უნივერსიტეტის აღნიშნულ კამპუსში 20 000 სტუდენტი სწავლობს.