მიჩიგანის შტატში საპროტესტო აქციის შეიარაღებული მონაწილეები კაპიტოლიუმში შეჭრას შეეცადნენ
აშშ-ში, მიჩიგანის შტატის კაპიტოლიუმში საპროტესტო აქციის შეიარაღებული მონაწილეები შეჭრას შეეცადნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა იყო საკარანტინო ზომების გაუქმება.
აქციაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა, ზოგიერთი მათგანი კი, ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. აქციის მონაწილეთა პროტესტი გუბერნატორის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც საგანგებო ზომები მაისის შუა რიცხვებამდე გაახანგრძლივა.
მიჩიგანის შტატში კორონავირუსის გამო 3 789 ადამიანი დაიღუპა.