აშშ-ის მიჩიგანის შტატში პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს.
„ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში 16 ხმა მიემატება და ამ დროისთვის უკვე 264 ხმა აქვს.
აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს ამ დროისთვის 214 ხმა აქვს, თუმცა ოთხი გადამწყვეტი შტატის – პენსილვანიის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ნევადის შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატს სულ მცირე 270 ხმა სჭირდება.
ამ დროის მონაცემებით, ბაიდენს მცირე უპირატესობა მხოლოდ ნევადაში აქვს და აღნიშნულ შტატში გამარჯვების შემთხვევაში საარჩევნო კოლეგიაში საჭირო ხმებს მოაგროვებს.