მიჩიგანის შტატის სახელმწიფო მდივანი ამომრჩევლებს მიმართავს, იყვნენ ფრთხილად „უცხოური მავნე აქტორების“ მიმართ, რომლებიც უსაფრთხო საარჩევნო პროცესისგან ყურადღების გადატანას შეეცდებიან
მიჩიგანის შტატის სახელმწიფო მდივანი ამომრჩევლებს მიმართავს, რომ იყვნენ ფრთხილად „უცხოური მავნე აქტორების“ მიმართ, რომლებიც უსაფრთხო საარჩევნო პროცესისგან მათი ყურადღების გადატანას შეეცდებიან.
ამავე დროს, შტატის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ოფიციალურ პირებს ჩარევის არანაირი მტკიცებულება არ უნახავთ.
„არ მოახდინოთ ამაზე რეაგირება. ჩვენ ვიცით, რომ ისინი გამოიყენებენ ყველანაირი სახის დეზინფორმაციას და სხვა ტაქტიკას დღეს და მომდევნო დღეებში, რათა შექმნან ქაოსი, დაბნეულობა, შიში, განხეთქილება და დათესონ ეჭვის მარცვალი სრულიად გამჭვირვალე და უსაფრთხო საარჩევნო პროცესის შესახებ“, – განაცხადა მიჩიგანის შტატის სახელმწიფო მდივანმა, ჯოსელინ ბენსონმა.
ბენსონის თქმით, შტატში მუშაობს ძლიერი გუნდი, რათა გადაამოწმოს ნებისმიერი პრობლემა და დასძინა, რომ ჯერჯერობით მათ დარღვევები არ შეუნიშნავთ.
„როდესაც რამეს შევიტყობთ, და ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით, რაც ინტერნეტში იწერება, ადგილზე მივდივართ და ვნახულობთ, რა მდგომარეობაა“, – განაცხადა ბენსონმა.