მიანმარში, სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციებში ათეულობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აქციები რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს, თუმცა წყლის ჭავლით აქციის დაშლა ჯერჯერობით მხოლოდ ქვეყნის დედაქალაქ ნეიპიდოში სცადეს.
მიანმარის ქალაქ მანდალაიში საპროტესტო აქციას ბუდისტი ბერები შეუერთდნენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დემონსტრაციაში ექთნებიც მონაწილეობენ. მიანმარში სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები პირველ თებერვალს დააკავეს.