მიანმარში საპორტესტო აქციის დროს სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს, დაღუპულია სულ მცირე ოთხი ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „როიტერის“ ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც.
მიანმარში საპროტესტო აქციების უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. მოსახლეობის ნაწილი სამხედრო გადატრიალებას გმობს და დაკავებული ლიდერების გათავისუფლებას ითხოვს.
მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. მთავარსარდალმა მინ აუნ ჰლაინმა ძალაუფლება გადაიბარა და ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სამხედროები 8 ნოემბერს ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ-დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ ხმების უმრავლესობა მოიპოვა, არ ეთანხმებიან. სამხედროები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისია აცხადებს, არჩევნების გაყალბების მტკიცებულება არ არსებობს.