მიანმარში, სამხედრო გადატრიალების შემდეგ პირველად, მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა
მიანმარში, სამხედრო გადატრიალების შემდეგ პირველად, მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა

მიანმარში, სამხედრო გადატრიალების შემდეგ პირველად, მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოსახლეობის ნაწილი გადატრიალებას გმობს და დაკავებული ლიდერების გათავისუფლებას ითხოვდა.

აქციის მონაწილეები მოსახლეობას სოციალური ქსელების საშუალებით მოუწოდებდნენ, რომ საპროტესტო აქციაზე გასულიყვნენ, რის შემდეგაც ქვეყანაში ინტერნეტის მიწოდება შეიზღუდა.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება რამდენიმე დღის წინ მოხდა. სამხედროებმა პარტია „ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი აუნგ სან სუ ჩიი და სხვა პოლიტიკოსები დააკავეს. სამხედროებმა ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.