მიანმარში მეორე დღეა, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს.
ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ათასობით ადამიანი სამხედრო გადატრიალებასა და პოლიტიკური ლიდერების დაკავებას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეები ქვეყნის ლიდერის, აუნ სან სუ ჩის და სხვა პოლიტიკოსების გათავისუფლებას ითხოვენ. მედიის ცნობით, აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში ინტერნეტის მიწოდება შეიზღუდა.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ეს 2007 წლის შემდეგ მიანმარში გამართული ყველაზე მაშტაბური საპროტესტო გამოსვლებია.
რამდენიმე დღის წინ, მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედროებმა ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და ქვეყნის ლიდერი და რამდენიმე პოლიტიკოსი დააკავეს.