მიანმარში ერთდროულად სამი აფეთქება მოხდა
მიანმარში ერთდროულად სამი აფეთქება მოხდა

მიანმარის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ სიტვეში სამი აფეთქება ერთდროულად განხორციელდა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი მძიმედ დაშავდა. სხვა დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

გამოძიება დაწყებულია. სიტვე როხინჯებით დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. საერთაშორისო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ადგილობრივ მედიაში არსებობს ვარაუდი, რომ 2017 წელს როხინჯების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი დევნის შემდეგ, შესაძლოა, მოამბოხეებს შურისძიების მიზნით ტერაქტი განეხორციელებინათ.