მეზობლების განცხადებით, აივანი, რომელიც ნიშნიანიძის ქუჩაზე ჩამოინგრა, ავარიული იყო
მეზობლების განცხადებით, აივანი, რომელიც ნიშნიანიძის ქუჩაზე ჩამოინგრა, ავარიული იყო

აივანი, რომელიც თბილისში, გიზო ნიშნიანიძის ქუჩაზე ჩამოინგრა, ავარიული იყო და მისით სარგებლობა საფრთხეს წარმოადგენდა, – ამის შესახებ ნიშნიანიძის ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ.

ერთ-ერთი მეზობლის, თამარ კაკაჩიას თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა აივანზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, აივანი ჩაინგრა და შესაბამისად, ისინიც მეორე სართულიდან ჩავარდნენ.

მეზობლების ინფორმაციით, მეპატრონეს აივნის რეაბილიტაციის სურვილი ჰქონდა, თუმცა, შესაბამისი ნებართვა ვერ მიიღო.

გუშინ ღამით თბილისში, გიზო ნიშნიანიძის ქუჩაზე აივანი ჩამოინგრა, დაშავდა ხუთი ადამიანი დაშავდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთი მათგანი ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, შენობაში, სადაც შემთხვევა მოხდა, სასტუმრო მდებარეობს და დაშავებულთაგან სამი უცხოელი ტურისტია.