მევლუთ ჩავუშოღლუ - უკრაინასა და რუსეთს შორის დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.
მისი განმარტებით, ზოგიერთ საკითხზე მიღწეული იქნა კონსენსუსი.
„მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს. მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე უნდა დამყარდეს. ომი უნდა შეწყდეს. დღეს ვხედავთ, რომ შეხვედრაზე პროგრესი მიღწეულია. ზოგიერთ საკითხზე მიღწეული იქნა კონსენსუსი და ურთიერთგაგება. დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო რთული საკითხები უფრო მაღალ დონეზე განიხილება. დღის წესრიგში ჯერ მინისტრების, შემდეგ კი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაა“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.