მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი უკრაინაში ომის დაწყებამდეც უჭერდა მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე ლეგიტიმური შეშფოთებები გააჩნია
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი უკრაინაში ომის დაწყებამდეც უჭერდა მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე ლეგიტიმური შეშფოთებები გააჩნია

თურქეთი უკრაინაში ომის დაწყებამდეც უჭერდა მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ლეგიტიმური შეშფოთებები გააჩნია, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ საფრთხეებს ჩვენს რეგიონში და ამ მიზეზით ჩვენ ვხედავთ, რომ ფინეთსა და შვედეთს სურთ, გახდნენ ნატო-ს ახალი წევრები. თქვენ იცით, რომ თურქეთი ნატოს ღია კარის პოლიტიკას ამ ომამდეც უჭერდა მხარს. თუმცა, რაც შეეხება ამ შესაძლო კანდიდატებს ან უკვე კანდიდატ ქვეყნებს, ჩვენ ასევე გვაქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შეშფოთებები, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებს. ასევე, არის შეზღუდვები თავდაცვითი პროდუქცის ექსპორტზე. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთებები, მე მქონდა გულწრფელი და პირდაპირი საუბარი ჩემს შვედ და ფინელ კოლეგებთან ბერლინში. ჩვენ გვესმის მათი უსაფრთხოების შეშფოთებები, თუმცა თურქეთის უსაფრთხოების შეშფოთებები ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანება არის პროცესი და „ამ პროცესში ისინი იმუშავებენ, როგორც მოკავშირეები და პარტნიორები“.