მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი და აშშ-ი შეთანხმდნენ, რომ „ქურთისტანის მუშათა პარტიისგან“ სირიის სხვა რეგიონებიც გაიწმინდება
თურქეთი და აშშ-ი შეთანხმდნენ, რომ ქალაქ მანბიჯის შემდეგ, „ქურთისტანის მუშათა პარტიისგან“ სირიის სხვა რეგიონებიც გაიწმინდება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, მანბიჯის საპატრულო ზონიდან „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთის“ გასვლა არ ნიშნავს, რომ ამ ჯგუფებმა ტერიტორია სრულად დატოვეს.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გიულენის ორგანიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-მა თურქეთის მსგავსი მოკავშირე „ფეტო“-სთან ბრძოლის გამო არ უნდა დაკარგოს.
სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ფეთჰულა გიულენი სწორედ აშშ-ში ცხოვრობს და თურქეთი მის ექსტრადიციას ითხოვს.