მევლუთ ჩავუშოღლუ - თუ მანბიჯზე აშშ-სთან შეთანხმება ვერ შედგება, ერთადერთი ამოცანა ტერორისტების განეიტრალება იქნება
თუ მანბიჯზე აშშ-სთან შეთანხმება ვერ შედგება, ერთადერთი ამოცანა ტერორისტების განეიტრალება იქნება – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, მანბიჯის მოდელის ამოქმედების შემთხვევაში ერაყის ქალაქ სინჯარში სამხედრო ოპერაციის დაწყების საჭიროება აღარ იქნება.
ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაცია არამხოლოდ ევფრატის აღმოსავლეთით, არამედ დასავლეთ ტერიტორიებზე და ერაყშიც ჩატარდება.
„სირიის ქალაქ მანბიჯში ქურთული „სახალხო თავდაცვის შენაერთის“ განდევნის შემდეგ, ადმინისტრაციული და უსაფრთხოების საკითხები დემოგრაფიის მიხედვით განისაზღვრება“ – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.