მევლუთ ჩავუშოღლუ - სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხზე თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად მოქმედებს
სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხზე თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად მოქმედებს.
აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„ძალიან პოზიტიური სიგნალები მოვიდა სომხეთიდან. თურქეთის პრეზიდენტის აზერბაიჯანში ბოლო ვიზიტისას, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხიც განვიხილეთ“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.