მევლუთ ჩავუშოღლუ - ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე
ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოების ახალი პოლიტიკის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ერთიანობა.
„ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ერთიანობის სულისკვეთება, რათა ევროპის ახალი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. ამ ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივის გაცოცხლება. ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვაზე. და ეს რეგიონი ვერ იქნება მთლიანი ჩემი ქვეყნის — თურქეთის გარეშე“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.