მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთმა უარი თქვა აშშ-ის შეთავაზებაზე, გადაეცა უკრაინისთვის რუსეთისგან შეძენილი სარაკეტო თავდაცვის სისტემა S-400
მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთმა უარი თქვა აშშ-ის შეთავაზებაზე, გადაეცა უკრაინისთვის რუსეთისგან შეძენილი სარაკეტო თავდაცვის სისტემა S-400

თურქეთმა უარი თქვა აშშ-ის შეთავაზებაზე, გადაეცა უკრაინისთვის რუსეთისგან შეძენილი სარაკეტო თავდაცვის სისტემა S-400, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები სთავაზობდა თურქეთს, რუსეთისგან შეძენილ სარაკეტო სისტემაზე კონტროლი გადაეცა აშშ-სთვის ან სხვა ქვეყნისთვის, მაგალითად, უკრაინისთვის, რომელიც ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გვთხოვა S-400-ების გაგზავნა უკრაინაში და ჩვენ უარი ვუთხარით“,- განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუს თქმით, ეს წინადადება თურქეთისთვის მიუღებელია, რადგან თურქეთის სუვერენიტეტის ხელყოფას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, თურქეთმა 2017 წელს, მას შემდეგ, რაც აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის სისტემის მოპოვების ხანგრძლივი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთთან უახლესი S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესაძენად.