მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთის, რუსეთის, ირანისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შესაძლოა, მაისში მოსკოვში შეხვედრა გამართონ
მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთის, რუსეთის, ირანისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შესაძლოა, მაისში მოსკოვში შეხვედრა გამართონ

რუსეთის, ირანის, სირიისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შესაძლოა, მაისში მოსკოვში შეხვედრა გამართონ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

დასავლური მედიის შეფასებით, შეხვედრა შეეხება თურქეთსა და სირიას შორის მრავალწლიანი მტრობის შემდეგ ურთიერთობის აღდგენის მცდელობას.

„ჩვენ მივიღეთ რამდენიმე შემოთავაზება შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან მაისის პირველი ათი დღის განმავლობაში, გადავხედეთ აღნიშნულ დღეებს და ჩვენთვის მისაღებია. როგორც ჩანს, ერთ-ერთი დღე ასევე მისაღები იქნება სირიის საგარეო საქმეთა მინისტრისთვისაც, რომ შემოურთდეს შეხვედრას, თუმცა ჯერ დაზუსტებული არ არის. შეხვედრის ადგილი იქნება მოსკოვი. რუსული მხარე აწარმოებს მოლაპარაკებებს ირანთანაც. ჩვენ ვთქვით, რომ შეგვიძლია ამ თარიღებზე დასწრება. დანარჩენ ორ ქვეყანასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსეთი შეგვატყობინებს საბოლოო განრიგის შესახებ. ასე რომ, დიდია იმის ალბათობა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება მაისის პირველი ათი დღის განმავლობაში“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.