მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთი შვედეთისგან და ფინეთისგან ტერორიზმის წინააღმდეგ მკაფიო პოზიციას ელოდება
მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთი შვედეთისგან და ფინეთისგან ტერორიზმის წინააღმდეგ მკაფიო პოზიციას ელოდება

ნატო-ს შეხვედრაზე ჩვენ წევრ ქვეყნებს ვუთხარით, რომ შვედეთი და ფინეთი მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაციებს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთმა განსაკუთრებით მკაფიოდ გამოთქვა შვედეთის მიერ მიწოდებული იარაღის დახმარების საკითხი.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საექსპორტო ნებართვების შეზღუდვა თურქეთისთვის იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ნატო-ს წევრები გახდებიან, მისაღები სიტუაცია არ არის.

„იყო წინადადება, რომ ვიმუშაოთ თურქეთის წუხილებზე. აქ აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები. მათ უნდა შეწყვიტონ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა“, – თქვა მევლუთ ჩავუშოღლუმ.