მეუფე სპირიდონი - დაარბიეს ნინოწმინდის პანსიონი, სტრესის ქვეშ იყვნენ ბავშვები, ეს მოხდა იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუშვით სახალხო დამცველი, რადგან ის ითხოვს გარყვნილი ცოდვების საქართველოში დაკანონებას
მეუფე სპირიდონმა ხიჭაურში, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქადაგების დროს ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
მეუფე სპირიდონის თქმით, პანსიონში არ შეუშვეს სახალხო დამცველი ერთადერთი მიზეზის გამო, რომ „ის ითხოვს გარყვნილი ცოდვების საქართველოში დაკანონებას“.
მეუფე სპირიდონის განცხადებით, ნინო ლომჯარია ულტიმატუმებით ემუქრება საქართველოს.
„ხედავთ, რა პროცესები მიდის, თუნდაც პანსიონატის საქმე, როგორ დაარბიეს პანსიონატი. მე თითქმის თვენახევარი იქ ვიყავი, საშინელ დღეში იყვნენ ბავშვები, საშინელი სტრესის ქვეშ ჟურნალისტებიდან და რავიცი აბა, რა ქვია ამას? რატომ მოხდა ეს ასე? იმიტომ, რომ ჩვენ არ შევუშვით პანსიონატში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ის ითხოვს ამ გარყვნილი, გათახსირებული და ქვეყნის დამაქცევარი ცოდვების საქართველოში დაკანონებას. როცა ერთი ადამიანი ცოდავს, ის მისი ცოდვაა, მაგრამ როცა ქვეყანა ამას აკანონებს, მაშინ მთელი ერი ამ ცოდვის ქვეშ ვარდება და იღუპება. ამიტომ, არაფრით არ შეიძლება ამის მიღება, ეს არის საქართველოს სასიკვდილო განაჩენი, ეს ჩვენ არ უნდა მივიღოთ, ჩვენს თავს ეს განაჩენი არ უნდა გამოვუტანოთ. ამისთვის იყო ის საშინელი ვახანალია, შემდეგ იცით, როგორ განვითარდა, დაარბიეს პანსიონატი, გამოყარეს ბავშვები პანსიონატიდან და ვინ სად გააგდეს, არავინ იცის. ბავშვები, რომლებიც ეკლესიის წიაღში იზრდებოდნენ, წირვა-ლოცვაზე მადლის ქვეშ იყვნენ, რომლებსაც თავს ევლებოდნენ, იქამდე მიიყვანეს, რომ ცილისწამებები აკადრებინეს. შეპირდნენ რაღაც-რაღაცებს. ამას წინათ, ფერიის ბავშვთა სახლში, ბათუმშიც ვიღაცებს ფული მისცეს და ათასი ცილისწამება. თან ყვება მეუფე დიმიტრი იმ ბავშვებს, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა, ყველამ იცის. ჩვენთან, ნინოწმინდაში წელიწადში ორჯერ მთელი საქართველო ჩამოდიდა და ტიროდნენ, ისე უხაროდა იმ ხალხს. ეს ნავსადგური, სავანე, პატიოსნების და სულიერების, დაარბიეს და გაძარცვეს, ეს არის მთელი უბედურება, ერის ტრაგედია. რატომ? იმიტო, რომ ის საცოდავი, თავის-თავის უბედური ნინო ლომჯარია ულტიმატუმებით ემუქრება საქართველოს“, – აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.
მისი განმარტებით, გამოძიება არ დასრულებულა და წინასწარ ცილს სწამებენ პანსიონის პედაგოგებს, რაც ზოგადად პედაგოგების მიმართ ცუდი პრეცედენტია.
„არც გამოძიება დასრულებულა, არც სასამართლო ყოფილა, წინასწარ ყვირიან და ცილს სწამებენ ბავშვებს, პედაგოგებსაც და შეაშინეს პედაგოგები. ეს ხომ ცუდი პრეცედენტია პედაგოგების მიმართ. უნდა ავყვეთ ბავშვის ლაპარაკს ისე, რომ დამამტკიცებელი საბუთები არ გვქონდეს და დავითხოვოთ სამსახურიდან პედაგოგები? ასე ხომ დავაშინებთ მთელი საქართველოს პედაგოგებს? იქნება, ეს ბავშვი ვიღაცისგან არის მოტოვირებული, როგორ შეიძლება ასე ტერორიზება პედაგოგების. ჯერ გამოიკვლიე, თუ რამე ცუდი გააკეთა, შემდეგ ვილაპარაკოთ ამაზე, თუ ეს დამტკიცა.
სახალხო დამცველი ლომჯარია იმუქრება, გინდა თუ არა, უნდა შევიდე პანსიონატში კვირის ბოლოსო. ეკლესიამ ნაბიჯი გადადგა, რომ მიიწვია ის და ანახა უნივერსიტეტი, რათა თავისი თვალით ენახა, რამხელა ღვაწლშია ეკლესია, რამხელა საქმეს აკეთებს, იქნებ, გული და გონება შეცვლოდა, დარბილებულიყო და მოწყალე გამხდარიყო, დაენახა სიმართლე. თავისი თვალით ნახა, რამხელა ღვაწლშია საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქი, მაგრამ რა გამოვიდა, მეორე დღეს მივიდა პარლამენტში და ლანძღვა-გინება, თითის ქნევა დაიწყო, რას ქვია თქვენ სოდომისტებს პარადის ჩატარებას უკრძალავთო, უნდა ჩატარდეს აუცილებლადო, პანსიონატში ბავშვები რომ დარჩა, ისინიც ყველა უნდა გამოყარონ იქიდანო. რა ქვია ამას? მე შენ გული გაჩვენე, შენ ზურგი მომაქციეო, ამაზეა ნათქვამი…რატომ უნდა იყო ასეთი ბოროტი ადამიანი? ვიდრე არ შეინანებს თავის ამ ბილწ იდეოლოგიას და არ გახდება შემნანებელი ამ საშინელი ცოდვის, ბავშვებთან მისი მიშვება, ეს საშინელი ცოდვაა…საქართველოს შვილები არიან ისინი, ეშმაკს რატომ უნდა შევაჭამოთ. როგორ მოვიქცეთ? ალბათ, როგორც დავით ამაშენებელი. რა გააკეთა მან დიდგორის ომის წინ? „ეჰამ, მხედარნო ქრისტესმიერნო, თუ ქრისტეს სჯულის დასაცავად მტკიცედ ვიბრძოლებთ, არა მარტო ამ ეშმაკის მოციქულებს, თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთო“. უკან დასახევი გზა ჩახერგდეს. თავგანწირვის გამო, წმინდა გიორგი გამოუჩნდა მათ, იბრძოდა მათთან ერთად და 60 000-მა კაცმა ნახევარი მილიონი კაცი სამ სათში გაანადგურა, აი, ვის უნდა მივბაძოთ ჩვენ“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.