მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი - პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავდივარ მიხეილ სააკაშვილთან, დღესაც ვაზიარე, იურიდიული ბერკეტი არ გაგვაჩნია, სეკულარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ
მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბარი არ ყოფილა.
როგორც მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, სწორედ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დადის მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში.
„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ჩვენ შეხებული ვართ, მე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავდივარ მასთან, ვაზიარებ, დღესაც ვიყავი და ვაზიარე. ეს არის ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება ამ პიროვნების მიმართ, მეტი რაღა უნდა იყოს, მიტროპოლიტი დადის მასთან. არ გვაქვს არავითარი უფლებამოსილება, სეკულარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებულები, არავითარი იურიდიული ბერკეტი არ გაგვაჩნია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.