მეუფე იაკობი - ნუთუ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მეტად შესტკიოდა გული, ეგონა, რომ ჩვენ ხალხს დავხოცავდით, რაღაცას გადავდებდით? ხომ ხედავთ, ღმერთმა როგორ გამოაჩინა, დაიფარა თუ არა „ეკლესიის კლასტერი“
მეუფე იაკობი - ნუთუ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მეტად შესტკიოდა გული, ეგონა, რომ ჩვენ ხალხს დავხოცავდით, რაღაცას გადავდებდით? ხომ ხედავთ, ღმერთმა როგორ გამოაჩინა, დაიფარა თუ არა „ეკლესიის კლასტერი“

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა  დღევანდელი ქადაგებისას რწმენის სიმტკიცისა და ეკლესიის დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საქართველო ღმერთმა დაიფარა.

1924 წელს ხალხმა ეკლესია არ დაიცვა. ბერი ხმალს ხომ არ მოიღებდა და ხომ არ იომებდა? ხალხმა არ დაიცვა, ისევ ჩვენმა წინაპრებმა საქართველოში და ყველგან, მაგრამ მაშინ ხომ საბჭოთა კავშირი იყო? მაშინ განსაკუთრებული უღმერთობა იყო და ისტორია მეორდება, მაგრამ ხედავთ, უფალმა როგორ ინება?

როცა სააღდგომო მარხვა იყო, იცით, რომ კორონავირუსმა სამყარო შეაშინა და ბოლომდე ვერც ამბობენ, რა არის, როდის მორჩება და როდის წავა. ღმერთმა დაგვიფარა და ხედავთ, საქართველოში როგორი მდგომარეობაა, თუმცა ექიმებისა და სახელმწიფოს ჩარევას მადლიერებით ვხვდები. ასევე ნებისმიერი ადამიანის, ვინც სიფრთხილე გამოიჩინა და გულთან მიიტანა.

განსაკუთრებით მინდა ის ადამიანები დავლოცო, ვინც ღმერთს არ უღალატა, რადგან ეს სხვა არაფერი არ იყო – ან უნდა გვეღალატა, ან ბოლომდე დავმდგარიყავით და ღმერთი ერსაც გადაგვირჩენდა. მადლობა ღმერთს, რომ ერი ბევრად გონიერი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი ნაკითხი ადამიანი. არ ვგულისხმობ მხოლოდ მთავრობას ან ოპოზიციას.

ღმერთმა ყველას შეუნდოს, ყველას თავისი ცოდვები აქვს. ჩემიდან დაწყებული სხვებსაც, უბრალოდ, ალბათ, აწი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ. პირველ რიგში უნდა ვეძიებდეთ, რაღაც საქციელი სათნო არის თუ არა უფლისთვის. ნუთუ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მეტად შესტკიოდა გული, ეგონა, რომ ჩვენ ხალხს დავხოცავდით? გამოვიდოდით, რაღაცას გადავდებდით და რაღაცას გამოვიწვევდით? ხომ ხედავთ, ღმერთმა როგორ გამოაჩინა, დაიფარა თუ არა „ეკლესიის კლასტერი“?“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მან ასევე ისაუბრა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფებასთან დაკავშირებით და ციხიდან პატრიარქის მიმართ გაკეთებულ გზავნილებზე.

„ზოგი საპატიმროებიდან რომ გამოვიდა, ვულოცავ, მაგრამ თავის თავზე და ცოდვებზე უნდა ეფიქრა, იქედან რომ მოუწოდებდა პატრიარქს. რა გაგიკეთებია, თქვენს თავს მიხედეთ და გარედან არავის დარიგება არ გვჭირდება. დარიგება თუ გინდათ, მოდით, წყნარად დაგვარიგეთ და გვითხარით. გიცნობთ ყველას და თქვენგან დასარიგებელი, არავისგან არაფერი არ გვაქვს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.