მეუფე იაკობი - როდესაც ხელისუფლებაში მოსვლა გინდა, ცოტა წინაც უნდა იყურებოდე და ეკლესიის წინააღმდეგ შეცდომები არ დაუშვა
როდესაც მოსვლა გინდა, ცოტა წინაც უნდა იყურებოდე და ეკლესიის წინააღმდეგ რაღაც შეცდომები არ უნდა დაუშვა არც მანამდე, თუ იყავი ხელისუფლებაში და არც ახლა, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მეუფე იაკობმა საქართველოში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„არჩევნები უნდა ხდებოდეს ცივილიზებულ, ნორმალურ საზოგადოებაში და ნორმალური ხალხის არჩევა უნდა გვინოდეს. როცა გამოდიან და მარტო იმიტომ ვარ კარგი, რომ იმაზე ცუდს ვამბობ, ბევრი მაქვს ნანახი და ასეთ რაღაცებს არ ვუსმენ. პირიქით, გულსატკენია. ბევრს შანსი არ აქვს მოსვლის, რასაც ვუყურებ, ვხედავ, რომ გარკვეულ ძალებს ოპოზიციაში დარჩენა უნდათ და ეგ არის, სხვა არაფერი.
ვთქვათ, საკონსტიტუციო უმრავლესობით კიდევ სხვა ძალა არ მოვა. რაც ჩანს, მასე ჩანს, რადგან ხალხთან ურთიერთობა მაქვს. შეიძლება, შეიკრიბო, ბევრი ადამიანი დასხდნენ ერთად, მაგრამ ალბათ როდესაც მოსვლა გინდა, ცოტა წინაც უნდა იყურებოდე და ეკლესიის წინააღმდეგ რაღაც შეცდომები არ უნდა დაუშვა არც მანამდე, თუ იყავი იყავი ხელისუფლებაში და არც ახლა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, თუ ვის გულისხმობდა.
„ვინც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, ჩემთვის პოზიცია, ოპოზიცია, ყველა ჩემი მოქალაქეა და ჩემი ქვეყნის შვილია, მასე არ ვყოფ“, – დასძინა მეუფე იაკობმა.