მეუფე იაკობი - რა არჩევნები, ჯერ კანონები შექმენი და მერე აირჩიე, მერე რომ არ იძახო, არ მინდა პარლამენტში შესვლაო
მეუფე იაკობი - რა არჩევნები, ჯერ კანონები შექმენი და მერე აირჩიე, მერე რომ არ იძახო, არ მინდა პარლამენტში შესვლაო

„პოლიტიკოსებს ბევრჯერ ვთხოვე შერიგებულიყვნენ და ეკლესიაში მოსულიყვნენ მხოლოდ შერიგებისთვის. სანამ არ შერიგდებიან, საქართველოს არაფერი ეშველება, – ამის შესახებ ბოდბის ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე იაკობმა ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში განაცხადა.

ხარების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას, ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა და ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტზე ისაუბრა.

„ხალხი გვერდით თუ არ დაგიდგა, მილიონი კარავი გაშალე, მერე რა? იძახე არჩევნები, არჩევნები. აი, რატომ არ გიდგებათ ხალხი გვერდით. მოდით, შერიგდით და მერე დაილაპარაკეთ. სამარცხვინოდ უცხოელებთან სხდებით და აჩვენებთ, შინაგანი რაც გაქვთ. იქ არ ხდება ასეთი რამე, ან რაში გჭირდებათ უცხოელები, შიგნით ვერ უნდა დაილაპარაკოთ? არ არის სირცხვილი?

რა არჩევნები, ჯერ კანონები შექმენი და მერე აირჩიე, რომ არ იძახო: „არ მინდა შესვლა, არ მინდა შესვლა“. არ გინდა და სულაც გაგაგდებენ, მერე ქვეყანა დაღუპვის გზაზე წავა. საქართველოსთვის და ქართველებისთვის რაც არის კარგი, ის უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.