პატრიარქის ქორეპისკოპოსობის გარდა, მეუფე იაკობი საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდანაც გადადგა
პატრიარქის ქორეპისკოპოსობის გარდა, მეუფე იაკობი საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდანაც გადადგა

მეუფე იაკობი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობის გარდა, საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდანაც გადადგა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, გადაწყვეტილების შესახებ პატრიარქს თავად აცნობა.

„ვიყავი მოსული სპეციალურად, რომ მენახა უწმინდესი და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეთქვა. მივიღე გადაწყვეტილება გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება. თუმცა, ვრჩები ეპარქიაში“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან დღეს გადადგა.