მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა
მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა

მეუფე იაკობი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, დღეს სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში, რადგან პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.

„ვიყავი მოსული სპეციალურად, რომ მენახა უწმინდესი და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეთქვა. მივიღე გადაწყვეტილება, გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება, თუმცა ვრჩები ეპარქიაში“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.