მეუფე იაკობი - კანონის სრული გაწვევა არის ჩვენი პოზიცია, აქციები არ გაგრძელდება
ბოდბელი ეპისკოპოსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კანაფის კულტივაციის კანონპროექტის შესახებ ერთიანი პოზიცია აქვს და აზრი არ შეუცვლია.
„ეკლესიას აზრი არ შეუცვლია. რაც ვთქვით, იმ აზრზე ვართ. ყველას პოზიცია არის ერთიანი. ერთიანები, შეუვალები ვიქნებით. კანონის სრული გაწვევა არის ჩვენი პოზიცია. აქციები არ გაგრძელდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს მეუფე იაკობმა.
კანაფის კულტივაციის თემაზე ისაუბრა დღევანდელი ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაც. ილია მეორის თქმით, მარიხუანას კულტივაციის კანონი შეჩერებულია და იმედია, მომავალში არ იქნება მიღებული.