მეუფე გერასიმე - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში შემავალ ყველა ტაძარში ყოველდღიური მსახურება 16:00 საათზე დაიწყება
ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტის, გერასიმე შარაშენიძის განცხადებით, ეპარქიაში შემავალ ყველა ტაძარში ყოველდღიური მსახურება 16:00 საათზე დაიწყება.
როგორც მეუფემ განმარტა, ეკლესია ითვალისწინებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას.
„21:00 საათზე იწყება კომენდანტის საათი და ნებისმიერი ადამიანი მოასწრებს ტაძრიდან სახლში მისვლას. რაც შეეხება მრევლს შორის დისტანციას, ჩვენ არა მხოლოდ ტაძარში, არამედ გარეთაც გავაკეთეთ ხაზები. თუ იქნა იმდენი ხალხი, რომ დისტანციას ვერ დავიცვათ ისე, როგორც ეს რეკომენდირებულია, მრევლის ნაწილი გამოვა გარეთ“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.