მეუფე ანდრია - ჩვენი მოქმედებით, თუნდაც რეკომენდაციების გაწევით უნდა გავუფრთხილდეთ ურწმუნო ადამიანებს, რათა მათ სულში არ ჩადგეს შიში, არ მივცეთ საშუალება, ვირუსის გავრცელებაში მორწმუნეები დაადანაშაულონ
დღეს რაც სამყაროში ხდება, ჩვენთვის, ქრისტიანეთათვის ეს არის ნაწილი ჯვრისა, რომელიც ჩვენ უნდა ვიტვირთოთ. ვიტვირთოთ მოთმინებით, იმედით, რწმენით, რომ ხდება ჩვენი განწმენდა ცოდვათაგან,- ამის შესახებ ატენისა და გორის მიტროპილიტმა განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სწორი დამოკიდებულება.
„ჩვენ აღვნიშნეთ იმის შესახებ, რომ ვალდებულები ვართ, ხელი შევუწყოთ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენი სწორი დამოკიდებულებით ამ მოვლენისადმი, კორონავირუსის გავრცელებას ვგულისხმობ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი შინაგანი, სულიერი განწყობით. პირველად უნდა გამოიხატებოდეს ეს ჩვენს სინანულში და თავმდაბლობით ტვირთვაში ყველა იმ ტკივილის, თუ უხერხულობი, რაც შეიქმნება ამ ვითარებაში და უკვე შეიქმნა. ფიზიკურ ქმედებაში ეს უნდა გამოიხატებოდეს იმ რეკომენდაციების შესრულებაში, რომლებიც მოცემული არის მედიცინის მუშაკთაგან და ხელისუფლებისაგან. ტვირთვაში ურთიერთ სიმძიმეთა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მოხალისეთა ჯგუფები ყალიბდება ჩვენი ეკლესიის წევრების, სტიქაროსნებისგან, რომლებიც მზად არიან, მივიდნენ ყველა მოხუცებულთან, იმასთან, ვინც რისკის ჯგუფში იმყოფება, ვინც ავადაა, თუ თვითიზოლაციის რეჟიმშია. დაეხმარონ მათ, რომ ეს რთული დღეები გადაიტანონ. სასულიერო დასი მზადაა, მივიდეს ყველასთან. ასევე, ვინც დაინფიცირებულია, თუ მათგან აღსარებისა და ზიარების საიდუმლოებაში მონაწილეობის ურვილი იქნება. ჩვენ ამ მოვლენის სულიერი შინაარსიც უნდა ვიცოდეთ და დავფიქრდეთ. მორწმუნე საზოგადოებისათვის ყველაფერი არის დაკავშირებული ღმერთთან და ღვთის განგების გარეშე არაფერი ხდება. ჩვენ ვხედავთ ჩვენი ცოდვების სიმრავლეს და ამ განსაცდელის ჟამს, როდესაც სულში ადამიანებისა შფოთი და შიში შემოიპარა, ჩვენ წმინდა წერილის სიტყვები გვახსენდება. მეფე სოლომონს ეკუთვნის ეს. მეფე სოლომონის სიტყვები გავიხსენოთ მწუხარების ჟამს ლმობიერია გული. ქედმაღლობა, გინება, ლანძვა, განკითხვა, უსამართლობა არ უნდა მივიღოთ და დავუშვათ. ერთმანეთს სჭირდება გაფრთხილება, ეს გვაკლია დღეს ყველას. ჩვენი მოქმედებით, თუნდაც რეკომენდაციების გაწევით უნდა გავუფრთხილდეთ ურწმუნო ადამიანებს, რათა მათ სულში არ ჩადგეს შიში და არ მივცეთ საშუალება, მორწმუნენი დაადანაშაულონ ვირუსის გავრცელებაში.
სასულიერო დასს მიეცემა სხვა რეკომენდაციებიც, დიდ მარხვაში მსახურებები როგორ უნდა აღსრულდეს და როგორ მოვიქცეთ.სული წმინდა გვამტკიცებს და გვაძლიერებს, გადავიტანოთ ყველა სიმძიმე და ავადმყოფობა. ტუბდაავადებულებიც მიზიარებია და სასულიერო პირი ჭურჭელიდან, საიდანაც ვაზიარებთ, ვალდებულია, თავად მიიღოს სიტკბოება,თუ ეჭვი ეპარება და მასე არც ერთი არ დაავადებულა. ჩვენ გავითვალისწინოთ, რომ საგანგებოდ ჩვენ ურწმუნო ადამიანებს ჩვენ ვერ ჩავაგდებთ მეტი ურწმუნოების ვითარებაში.უცნობია ფორმები, როგორ გაგრძელდება ღვთისმსახურება ჯერ. გადავიტანთ ამ მწუხარებას და რაც უფრო მალე ვაღიარებთ ცოდვებს, მით მალე გაივლის ყველაფერი.მხნედ იყავით და გაძლიერდით“ ,- განაცხადა მეუფე ანდრიამ.