მეტროსადგური „ვარკეთილი“ რეაბილიტაციის შემდეგ - თბილისის მერია ფოტოებს ავრცელებს
დედაქალაქის მერია მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ფოტოებს აქვეყნებს, თუ როგორი იქნება მეტროსადგური რეაბილიტაციის შემდეგ.
„ვარკეთილის“ მეტროს რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარე წლის 9 თებერვლიდან დაიწყება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში მეტროსადგური ივნისი-აგვისტოს პერიოდში დაიკეტება. ვარკეთილის მიმართულებით კი მგზავრების გადასაადგილებლად ავტობუსების რაოდენობა დაემატება.
მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ განახორციელებს, პროექტის ღირებულება კი 13,4 მლნ ლარს შეადგენს.