მეტროსადგურებში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მეტროს შენობები და ვაგონები ყოველდღიურად მუშავდება.
კახა კალაძის განმარტებით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, ვიდრე კორონავირუსის პრობლემა იქნება.
„ყოველდღიურად ხდება მეტროს ვაგონების დამუშავება შესაბამისი ხსნარებით და ამ ღონისძიებებს ჩვენი სამსახურები ატარებენ იმისთვის, რომ ყველანაირად განვახორციელოთ კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენცია. პროცედურებს გავაგრძელებთ, ვიდრე კორონავირუსის პრობლემა იქნება მსოფლიოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.