მეტროსადგურებს რეაბილიტაცია კვლევის შედეგების მიღების შემდეგ ჩაუტარდება
მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ჩატარებული კვლევის შედეგები გახდება ცნობილი. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ჩვენ დასკვნებს ველოდებით. როგორც კი გვექნება დოკუმენტაცია დასკვნებთან დაკავშირებით, დავიწყებთ მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, როგორც ვარკეთილის, ასევე სხვა იმ სადგურების, რომელშიც პრობლემა და მძიმე მდგომარეობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიამ მეტროსადგურებში სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შემდეგ მიიღო, სადაც 14 ადამიანი დაშავდა.