მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის გამო, შეფერხებული იყო მოძრაობა მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით.
„მატარებლები პირველ ხაზზე მოძრაობდნენ „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველიამდე“. „300 არაგველიდან“ „ვარკეთილამდე“ მოძრაობა შეფერხებული იყო. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია“,- განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.